დაჩი დოლიძე ლუქსემბურგში გამართული საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორია
ქართველმა ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტანვარჯიშის ტურნირზე, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ახალგაზრდა სპორტსმენმა, ტაიჭზე ვარჯიშში, მეორე შედეგი აჩვენა და შესაბამისად, ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოსთან ერთად, 11 ქვეყნის 100-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.
სალომე ხომასურიძე