ქართველი მოჭიდავეები საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე იასპარეზებენ
შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.
23 თებერვლიდან, 26 თებერვლის ჩათვლით, ეგვიპტის ქალაქი ალექსანდრია 2023 წლის სეზონის მეორე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე, 16 სპორტსმენით გაემგზავრა.
საქართველოს სახელით დღეს ხალიჩაზე გავლენ:
55 კგ – ნუგზარ წურწუმია
60 კგ – ფრიდონ აბულაძე
63 კგ – ლერი აბულაძე
67 კგ – ჯონი ხეცურიანი
87 კგ – გურამ ხეცურიანი და ლაშა გობაძე
97 კგ – რობერტ კობლიაშვილი და გიორგი მელია
130 კგ – იაკობ ქაჯაია და ზვიად პატარიძე
ოლიმპიურ ჩემპიონ იბრაჰიმ მუსტაფას მემორიალზე, დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ და 10 წონითი კატეგორიიდან, შვიდში (55, 60, 63, 67, 87, 97 და 130 კილოგრამებში), ჩემპიონ-პრიზიორებს, დღესვე გამოავლენენ.