საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა, სომხეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა
კიდევ ერთი შეხვედრა 25 თებერვალს ერევანში გაიმართება.
საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ერევანში, სომხეთის 17-წლამდელ ნაკრებთან, ამხანაგური მატჩი გამართა და მნიშვნელოვანი სხვაობით – 5:0 დაამარცხა.
ცნობილია, რომ მატჩის მე-13 წუთზე, ზუსტად შესრულებული პენალტით, ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა, 34-ე წუთზე კი, საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა.
ტაიმი 2:0 დასრულდა. სალომე ხუბულურის გუნდმა, მეორე ნახევარში სომხეთის ნაკრებს კიდევ სამი გოლი გაუტანა. 47-ე წუთზე ლიზი კანკიამ იმარჯვა, 52-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი, თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა 25 თებერვალს ერევანში გაიმართება.
სალომე ხომასურიძე