დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქუთაისის აეროპორტი გამონაკლისს უშვებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ ფაქტს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ის მგზავრებს, ვინც აღნიშნული მიზეზის გამო დააგვიანებს გადაუცვლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, იმ მიმართულებებით სადაც გამოიძებნება თავისუფალი ბილეთები.

“გზებზე შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბერლინის და ათენის რეისის მგზავრებმა შესაძლო ვერ მოასწრონ აეროპორტში რეგისტრაციაზე დროულად გამოცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ავიაკომპანია Wizz Air-თან მიაღწია შეთანხმებას. გამონაკლისის სახით, ავიაკომპანია ყველა მგზავრს, ვინც აღნიშნული მიზეზის გამო დააგვიანებს, გადაუცვლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, იმ მიმართულებებით, სადაც გამოიძებნება თავისუფალი ბილეთები.

ძალიან გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდთან ერთად შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის, რომ მგზავრთა ინტერესები გავითვალისწინოთ და აღნიშნული მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი მოვნახოთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ლელა დევდარიანი


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი