საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს

ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, რომელიც 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში სამ ქვეყანაში, იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისლანდიასთან მატჩით დაასრულა. დაპირისპირება თბილისში შედგა და თანაც, საკმაოდ დაძაბულად, რადგან სწორედ ეს იყო ის გადამწყვეტი თამაში, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობას შეძლებდა, ან ვერა. მატჩი 80:77 ისლანდიის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა, ქულათა ოდენობით, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას საქართველოს ნაკრები მაინც შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფში საქართველომ ესპანეთი დაამარცხა, ხოლო ისლანდიამ იტალიას სძლია. მისი დამარცხება კი, მარტივი რომ არ იქნებოდა, ამაში პირველმა მატჩმაც დაგვარწმუნა.

საქართველოს ნაკრებმა, რეიკიავიკში 88:85 გაიმარჯვა. თბილისურ შეხვედრაში ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, მეტოქის სწრაფი შეტევების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა იყო, რადგან ფარქვეშ უპირატესობა საქართველოს აქვს (მაღალი კლასის მოთამაშეების ხარჯზე), ისლანდიელები მაღალ ტემპში თამაშზე იყვნენ აქცენტირებულები.

პირველ ტაიმში მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს, რაც საქართველოს ნაკრების პერიმეტრის კარგ დაცვაზე მეტყველებს. თუმცა, მეტოქემ სხვა მიმართულებით შემოგვიტია. კონტაქტურ თამაშზე წავიდა და საწყის 20 წუთში, 16 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 15 ჩააგდო. საქართველოს შემადგენლობაში კი, ქულებს გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია აგროვებდნენ, დაცვაში არაჩვეულებრივად თამაშობდა დუდა სანაძე.

მატჩი, დასაწყისიდან ბოლომდე, თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა, თუმცა, თამაში საკმაოდ ამაღელვებელი და ემოციური გამოდგა. ცხადი იყო ის ფაქტიც, რომ გამარჯვებულისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელის ბედი, ბოლო წამებში უნდა გადაწყვეტილიყო და სწორედ ასე მოხდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი