“მთელი ჩვენი ისტორია ბედისწერასთან ბრძოლაა, დღეს, აღარც ელინები არიან, აღარც ეტრუსკები” – გიორგი ცუცქირიძე

ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში პირველობისთვის იბრძოლებს, რომელიც 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში სამ ქვეყანაში, იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება.

ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვებას ულოცავს ასოცირებული პროფესორი გიორგი ცუცქირიძე და იმედოვნებს, რომ, რადგან ეს შანსი მოგვეცა, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი კალათბურთელები გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებენ, “ვიდრე, თუნდაც შარშან გამართულ ევროპაზე გვქონდა, როდესაც შენგელიამ პირველივე თამაშში უმძიმესი ტრავმა მიიღო.

“რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ თამაშს წავაგებდით, მაგრამ მსოფლიოზე მაინც გავიდოდით, თუ რატომ მქონდა ასეთი განცდა ძნელი სათქმელია… არ ყოფილა არასდროს ჩვენი ხანგრძლივი ისტორია ადვილი. მთელი ჩვენი ისტორია არაერთ მომხდურთან თუ საკუთარ ბედისწერასთან ბრძოლა იყო, საკუთარი ისტორიული მისიის თუ თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. სულ თითზე ჩამოსათვლელი ერი შემოვრჩით კაცობრიობას, ვინც გენეტიკურად თუ ანთროპოლოგიურად იგივენი ვართ, რაც ანტიკურ ეპოქაში, ქრისტესშობამდე და დღესაც იგივენი ვართ, მათ შორის ლინგვისტური კუთხითაც, დღეს აღარც ელინები არიან და აღარც ეტრუსკები…

ეს განცდა – მოგების დარი წაგებისა, მაშინაც კი არ მტოვებდა, როდესაც 71:75 ჩამორჩენის შემდეგ, წინ გავედით 76:75 და წუთზე ცოტა მეტი იყო დარჩენილი… და მათი ბოლო სროლის დროსაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ააცილებდნენ და, მოკლედ, ამდენი წლის ჯაფის თუ ზოგჯერ გაფანტული შანსის გამო, სამართალს პური უნდა ეჭამა!

გილოცავთ მსოფლიოზე გასვლას და იმასაც დავამატებდი, რომ რადგან ეს შანსი მოგვეცა მსოფლიოზე გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე თუნდაც აქ შარშან გამართულ ევროპაზე გვქონდა, როდესაც შენგელიამ პირველივე თამაშში უმძიმესი ტრავმა მიიღო”, – წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში პირველობისთვის იბრძოლებს, რომელიც 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში სამ ქვეყანაში, იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისლანდიასთან მატჩით დაასრულა. დაპირისპირება თბილისში შედგა და თანაც, საკმაოდ დაძაბულად, რადგან სწორედ ეს იყო ის გადამწყვეტი თამაში, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობას შეძლებდა, ან ვერა. მატჩი 80:77 ისლანდიის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა, ქულათა ოდენობით, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას საქართველოს ნაკრები მაინც შეძლებს.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი