კალათბურთში მსოფლიო თასი 2023-ის ფინალისტები გამოიკვეთა

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დასრულდა და 32-ვე ფინალისტის ვინაობა ცნობილია: მასპინძელი ქვეყნები – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია. მონაწილეები კი, ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან და აფრიკიდან იქნებიან წარმოდგენილი.

ევროპა (12) – საქართველო, ფინეთი, გერმანია, ლატვია, იტალია, ესპანეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბეთი, მონტენეგრო ამერიკა (7) – კანადა, აშშ, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა, პუერტო რიკო, ვენესუელა აზია (6) – ახალი ზელანდია, ლიბანი, ავსტრალია, ჩინეთი, იორდანია, ირანი, აფრიკა (5) – კოტ დ’ივუარი, სამხრეთ სუდანი, ეგვიპტე, ანგოლა, კაბო-ვერდე.

აღსანიშნავია, რომ ფინალური ტურნირის წილისყრა, 29 აპრილს გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე, სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში, ჩატარდება.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი