ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი, ფიფას 2022 წლის Fair Play-ს ჯილდოს გამარჯვებულია

ლუკა ლოჩოშვილმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და სიკვდილს გადაარჩინა.

ლუკა ლოჩოშვილი

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, ფიფას 2022 წლის Fair Play-ს ჯილდოს გამარჯვებულია.

2022 წლის თებერვალში, იმ დროს ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა, ვენის „აუსტრიასთან“ შეხვედრის დროს, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და სიკვდილს გადაარჩინა.

შეხვედრის 87-ე წუთზე „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელის, ნიკოლას ვერაშინგის მუხლი, „აუსტრიას“ ნახევარმცველ გეორგ ტაიგლს თავში მოხვდა, რის შემდეგაც ის მინდორზე მოწყვეტით დაეცა.

შეჯახების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა ტაიგლთან მიირბინა და ენა დაუჭირა, შოკურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად რომ შენარჩუნებულიყო.

„მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში, ბოდიში, ხვალინდელი მატჩის გამო, ცერემონიას ვერ ვესწრები. ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია. დიდი მადლობა ამ პატივისცემისთვის. მიხარია, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ გეორგის სიცოცხლე გადავარჩინე და ის ახლა თავს კარგად გრძნობს მის ოჯახთან ერთად. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას ცხოვრებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ლუკა ლოჩოშვილმა, FIFA Awards-ზე, სადაც წლის Fair Play-ს ჯილდო მიიღო.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი