“კვარა” სეზონზე 2 მლნ-მდე ევროს გამოიმუშავებს – “ნაპოლი” კვარაცხელიას ხელფასს გააორმაგებს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლი“ სეზონის ბოლომდე ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაორმაგებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ მადრიდის „რეალის” და პრემიერლიგის გუნდების დიდი ინტერესის მიუხედავად, მას „სტადიო მარადონაზე“ დატოვებს.

როგორც გაზეთი ირწმუნება, „ნაპოლი“ მზად არის, 22 წლის ფეხბურთელის აგენტს შეხვდეს, რომელმაც ევროპის საუკეთესო კლუბების ყურადღება მიიპყრო.

“კვარა” სეზონში 1,7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და „ნაპოლიმ“ იცის, რომ მისი ხელფასის გაზრდა საჭირო გახდება, რომ უნიჭიერესი თავდამსხმელი “სტადიო მარადონაზე”, მინიმუმ 2024 წლამდე დარჩეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩას აგენტს, სეზონის ბოლოს 2028 წლამდე ახალ კონტრაქტს, 2.5 მილიონი ევროთი გაზრდილი ხელფასით შესთავაზებს. გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალი“ და პრემიერლიგის წამყვანი კლუბები, ქართველის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ. მათ იციან, რომ შეთავაზება 100 მილიონ ევროზე დაბლა არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, ქართველი ფეხბურთელი მარადონას სტადიონზე ათ მილიონ ევროდ გადავიდა, მისი კონტრაქტის ვადა კი, 2027 წლამდეა. კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 26 მატჩში, 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი