მეტოქის უხეში თამაშის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ წარმატებით ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრა და სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ დაპირისპირებაში ,,ნაპოლიმ”, ანგარიშით 6:1, ,,აიაქსი” დაამარცხა. მოგებისა და სადებიუტო გოლის სიხარული ტრავმამ შეცვალა. შეხვედრის მეორე ნაწილში, დუშან ტადიჩის უხეში თამაშის გამო, ხვიჩა კვარაცხელიას ტერფი დაუზიანდა და შეცვლა მალევე მოითხოვა.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარაუდი გავრცელდა. თავიდან ითქვა, რომ ხვიჩას სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა. მაგრამ ,,CalcioNapoli 24″-ის ბოლო ცნობით, ხვიჩა, დიდი ალბათობით, შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს და სათადაროგოთა სკამზე იქნება. შეიძლება ითქვას, ,,ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი სიფრთხილით მიუდგა ამ საკითხს. მას არ სურს ხვიჩას ტრავმის გაღიზიანება და სამომავლოდ უარესი შედეგის მიღება.

შეგახსენებთ, რომ ,,ნაპოლიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე, ჯერ 3 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო. შესაბამისად, ,,ა” ჯგუფში 9 ქულით ლიდერობს.

მეგი მიქაბერიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი