საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები “გრანდ სლემზე” 9 სპორტსმენით წარსდგება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტაშკენტის ,,გრანდ სლემზე” ცხრა სპორტსმენით წარსდგება, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ტაშკენტის ,,გრანდ სლემი” დღეიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიებაზე 50 ქვეყნის 366 სპორტსმენია რეგისტრირებული, მათ შორისაა, ცხრა ქართველი.

ტურნირზე საქართველოს ღირსებას, შვიდი მამაკაცი და ორი ქალი სპორტსმენი დაიცავს.
ესენი არიან: -60 კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი; ამირან დარბაისელი; -81 კგ – ლევან გუგავა; -90 კგ – უშანგი მარგიანი; -100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი; ონისე სანებლიძე; +100 კგ – გელა ზაალიშვილი; -57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი; +78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია.

სალომე ხომასურიძე