საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და სტუმარი 31:7 დაამარცხა.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, შეხვედრის პირველი ნახევარი, დამსახურებულად 17:0 მოიგო. ბორჯღალოსნებმა თამაშის მეორე ნახევარში, უპირატესობა ქულებით კიდევ უფრო გაამყარეს და საბოლოოდ 31:7 გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბუდახოსში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
სალომე ხომასურიძე