ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების ევროპის თასზე ექვს მედალი მოიპოვეს

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა, ზაგრების ევროპის თასზე, ექვსი მედალი მოიპოვა, – ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ქართველმა ძიუდოისტებმა, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ევროპის თასზე, ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები თორნიკე გიგაური (-60 კგ) და შოთიკო გოჩიაშვილი (+90 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს კი, შოთა ბაჩოშვილი (50 კგ) და საბა გველესიანი (-90 კგ) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლები გიორგი დულარიძემ (-66 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილმა (+90 კგ) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, მეორე ადგილი დაიკავა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი