ქართველმა წყალბურთელებმა სერბეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 11:11 დასრულდა, თუმცა, ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს პენალტებში (12:11) აჯობეს და საბოლოო ანგარიშით, 23:22 იმარჯვეს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – სერბეთის გუნდი უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე, ხუთი მატჩი ჩაატარა და ორ შეხვედრაში იმარჯვა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი