ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგა, ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, რომელიც უეფას მიერ, წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით, 1955 წლიდან ტარდება. ჩემპიონთა ლიგა, ევროპაში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია. მისი ფინალი კი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობას, უეფას სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს. ამ დროისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი მიმდინარეობს და ტურნირის ბოლო ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ასევე, ცნობილია ის რვა გუნდი, რომლებიც ტურნირზე ბრძოლას აგრძელებენ. ეს გუნდებია:

იტალია – „ნაპოლი“,
„მილანი“ – „ინტერი“,
ინგლისი – „მანჩესტერ სიტი“,
„ჩელსი“ გერმანია – „ბაიერნი“,
ესპანეთი – „რეალი“,
პორტუგალია – „ბენფიკა“.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალის წილისყრა, 17 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის შესაძლებელია, რომ ერთმანეთს ნებისმიერი გუნდი შეხვდეს. გარდა ამისა, ნახევარფინალური ეტაპის პოტენციურ წყვილებსაც გავიგებთ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მეოთხედფინალები 11-12 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი, 18-19 აპრილს.
სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი