TikTok-ის გამოყენება ბრიტანეთის მთავრობის წევრებსაც აეკრძალათ
ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაცია “ტიკტოკის” გამოყენება, კანადისა და აშშ-ს შემდეგ, მთავრობის წევრებს დიდ ბრიტანეთშიც აეკრძალათ. ამ აპლიკაციის გამოყენება აკრძალულია ევროკომისიის წევრებისთვისაც, რასაც უსაფრთხოების მიზეზებით ხსნიან.
როგორც “ბიბისი” იტყობინება, ბრიტანეთში შიშობენ, რომ ჩინეთის მთავრობამ შესაძლოა, ამ გზით, ოფიციალურ ტელეფონებში დაცულ მონაცემებზე წვდომა შეძლოს.
აღსანიშნავია, რომ “ტიკტოკი” კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს, ჩინეთის მთავრობას გადასცემს. ბრიტანეთში ჩინეთის საელჩოში კი, აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურადაა მოტივირებული და კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებზე, არ არის დაფუძნებული.
სალომე ხომასურიძე
ასევე წაიკითხეთ:
TikTok-ის გამოყენება ამერიკასა და კანადაში იკრძალება – გასართობი აპლიკაცია თუ კიბერსაფრთხე