თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა რეგისტრაციის ახალი სისტემა ამოქმედდა
![](https://24media.ge/wp-content/uploads/aeroporti-1.jpg)
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა რეგისტრაციის გლობალური სისტემის, CUPPS-ის უახლესი ვერსია დაინერგა. IATA-ის მიერ დამტკიცებული თანამედროვე სისტემა, სხვადასხვა სერვისის ერთობლიობას წარმოადგენს, მგზავრთა და ავიაკომპანიების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
„თითოეული ავიაკომპანია მგზავრთა სარეგისტრაციო/ჩასხდომის ინდივიდუალურ სისტემას(DCS) იყენებს, CUPPS-ის დანერგვის შედეგად კი, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა ავიაკომპანიამ გამოიყენოს ერთი და იგივე მოწყობილობა და სივრცე, როგორც მგზავრთა სარეგისტრაციო დახლებზე (Check-in), ისე – გასასვლელებში (Gate)”, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, CUPPS-ის პლატფორმა 2021 წელს დაინერგა და რამდენჯერმე განახლდა კიდეც.
სისტემის უახლესი, თანამედროვე ვერსია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე მოქმედებს.
სალომე ხომასურიძე
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)