10 წლის ნატალი ბასილაშვილი “ტენ-პრო გლობალ ჯუნიორ ტურის” გამარჯვებულია
10 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ნატალი ბასილაშვილი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული ტურნირის ჩემპიონია. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა, 10 წლამდელთა შორის, 13-19 მარტს გამართულ ტურნირზე, პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთი სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, XIII საუკუნის საფრანგეთში ჩაისახა. თუმცა, დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ ითვლება მის ფუძემდებლად.
სალომე ხომასურიძე