ნოე ფანცხავა საერთაშორისო ტურნირის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია

ნოე ფანცხავა

მოცურავე ნოე ფანცხავა საერთაშორისო ტურნირის ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

ახალგაზრდა ქართველმა მოცურავემ, ნოე ფანცხავამ, თურქეთის ქალაქ ედირნეში მიმდინარე თასის გათამაშებაზე, 50 მეტრზე გულაღმა სტილით ცურვაში, იუნიორების კატეგორიაში – ოქროს, აბსოლუტურში კი, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ნოე ფანცხავამ შედეგით – 0:25.79 მის მიერვე დამყარებული საქართველოს რეკორდი (0:25.88) გააუმჯობესა. ამ მაჩვენებლით ნოემ 777 ქულა დააგროვა და ზაფხულში, იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია, კიდევ ერთხელ მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფანცხავა ხვალ 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში, ზეგ კი, ამავე სტილით 200-მეტრიან დისტანციაზე იასპარეზებს.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი