საქართველოს ნაკრები მარტის მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მარტში 2 მატჩს გამართავს.
შეხვედრები მონღოლეთსა და ნორვეგიასთან შედგება და მათი მასპინძელი საქართველო იქნება. ამჟამად, ნაკრები ყველა ლეგიონერი შეუერთდა და მარტის მატჩებისთვის, სრული შემადგენლობით ემზადება.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდი, 21 მარტს, კვლავ „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა, მაგრამ სრული დატვირთვით მხოლოდ ფეხბურთელების ნაწილმა ივარჯიშა. იმ ფეხბურთელებმა კი, რომლებიც გუნდს დღეს შეუერთდნენ, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს.

ცნობილია, რომ მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს, 28 მარტს კი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

25 მარტს, საქართველო – მონღოლეთის შეჯიბრი 18:00 საათზე დაიწყება. 28 მარტს კი, საქართველო – ნორვეგიის დაპირისპირება, 20:00 საათზე შედგება.
აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი, 24 მარტს გაემგზავრება.

ვინც თამაშების მიმდინარეობისას, სტადიონზე მოხვედრას ვერ შეძლებს, შეხვედრების პირდაპირ ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველი არხის ეთერით გადმოიცემა.

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც, რომელიც შემდეგნაირად არის დაკომპლექტებული:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი);

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი