ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე მესამედ გახდეს

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, არაჩვეულებრივი თამაშით და ტაქტიკით, უკვე არაერთხელ გააკვირვა ფეხბურთის ლეგენდები და გულშემატკივრები. სწორედ ამიტომ, ახლა მას შანსი აქვს, სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი იმ ხუთ კანდიდატს შორის მოხვდა, რომლებიც Easports-მა შეარჩია.

როგორც ცნობილია, გამოკითხვა უკვე დაწყებულია და კვარაცხელიას გარდა, ასევე, დასახელებულები არიან:

კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“, მცველი, სამხრეთ კორეა), არმან ლორიენტე („სასუოლო“, ნახევარმცველი, საფრანგეთი), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, ნახევარმცველი, საფრანგეთი) და დესტინ უდოგი („უდინეზე“, მცველი, იტალია).

შეგახსენებთ, რომ ქართველი ,,კვარადონა” აგვისტოსა და თებერვალში სერია „ა“-ს საუკეთესო მოთამაშე უკვე გახდა და ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც ეს შეძლო.

მისი გულშემატკივრობა და ხმის მიცემა, შეგიძლიათ ამ ბმულზე https://serieapotm.easports.com.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი