23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა
უძველესი დროიდან დღემდე, მეტეოროლოგია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი, მნიშვნელოვანი ნაწილია.
23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეს აღნიშნავს.
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება. საქართველოში კი, ამ დღეს 1992 წლიდან აღნიშნავენ. მას შემდეგ, რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.
აღსანიშნავია, რომ მეტეოროლოგია მეცნიერებაა ატმოსფეროსა და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. თვითონ ტერმინი კი, ანტიკური ხანიდან არის ცნობილი. იმ დროიდან, როდესაც არისტოტელემ ამ სახელწოდების ტრაქტატი შექმნა.
XV-XVI საუკუნეებში, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად, დედამიწის სხვადასხვა კუთხის ატმოსფერულ მოვლენებზე ჩატარებულ ვიზუალურ დაკვირვებათა შედეგები და აღწერილობა დაგროვდა.
XVII საუკუნეში, გალილეო გალილეისა და ევანჯელისტა ტორიჩელის მიერ, ბარომეტროსა და თერმომეტრის შექმნის შემდეგ კი, ამ იარაღებით ჩატარებული დაკვირვებების შედეგად, მეტეოროლოგია სწრაფად განვითარდა. XVIII საუკუნის ბოლოს კი, მეცნიერების ცალკე დარგად ჩამოყალიბდა.
როგორც ცნობილია, უკვე 1849 წელს, მთავარი ფიზიკური, ახლანდელი მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორია დაარსდა.
უძველესი დროიდან დღემდე, მეტეოროლოგია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი, მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვა რომ არაფერი, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ყოველდღიურად ეცნობა მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს.
რა თქმა უნდა, მეტეოროლოგიას უამრავი სხვა დანიშნულება აქვს, მაგრამ ეს მეცნიერების ის პატარა ნაწილია, რასაც ადამიანები ყველაზე ხშირად ვიყენებთ.
სალომე ხომასურიძე