საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეოთხე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. დღეს კი, ვარჯიშს კვლავ მოქმედი ჩემპიონის ბაზაზე ჩაატარებენ.

ვარჯიშზე დასწრება, სურვილის შემთხვევაში, აკრედიტებული მედიისთვის ღია იქნება. ვარჯიშის შემდეგ, ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრება, სადაც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე გამართავს. 28 მარტს კი, 20:00 საათზე, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ნორვეგიას დაუპირისპირდება.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი