საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები, 2023 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში ასპარეზობისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯგუფის მატჩები 16 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატამდე, 2 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით კი, ეროვნული ნაკრები, მოსამზადებელ შეკრებას ლატვიის ქალაქ ტუკუმსში ჩაატარებს, სადაც ადგილობრივ კლუბთან, ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.
სალომე ხომასურიძე