“ევრო 2024-ის” შესარჩევ ეტაპზე საქართველო-ნორვეგიის შეხვედრა დღეს, ბათუმში გაიმართება

დღეს, ბათუმის არენა საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების მატჩს უმასპინძლებს. „ჯვაროსნებისთვის“ ეს “ევრო 2024-ის” შესარჩევ ეტაპზე, პირველი მატჩია, ნორვეგიელები კი, მეორე შეხვედრას ჩაატარებენ.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი, ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – “პირველი არხი” შემოგვთავაზებს.

როგორც ცნობილია, სტალე სოლბაკენის გუნდმა, პირველი შეხვედრა 25 მარტს, მალაგაში ესპანეთთან გამართა და 0:3 დამარცხდა. ამ წაგების მიუხედავად, ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი იმედოვნებს, რომ ქულებს საქართველოსთან მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნორვეგიელები „მანჩესტერ სიტის“ სუპერვარსკვლავის – ერლინგ ჰალანდის – გარეშე ესტუმრებიან და მის არყოფნაში, ,,რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელი ალექსანდრ სორლოტი შეუტევს. სტუმართა გუნდს, ასევე, ,,ბრენტფორდის“ ცენტრალური მცველი კრისტოფერ აიერიც აკლია. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ახლა სტოლე სოლბაკენის გუნდი, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის, ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ნორვეგიელთა გუნდმა, შაბათს, ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ამის პარალელურად, ქართველებმა 25 მარტს მონღოლეთი 6:1 დაამარცხეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი უძლიერესი და ,,ნაპოლის“ შემტევი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ისვენებდა. უნდა აღინიშნოს, რომ 22 წლის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში, ნორვეგიასთან მატჩში დაბრუნდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შემდეგია: მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, საქართველო), საბა კვირკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, საქართველო), საბა საზონოვი („დინამო“, რუსეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოლონეთი) ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“ რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი) თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი