საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

Საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, ფრედ, ანგარიშით 1:1 დაასრულა.

თამაში ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა, ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლა.

შეხვედრაში პირველი გოლი სტუმრებმა, მატჩის მე-15 წუთზე გაიტანეს. გოლის ავტორი ალექსანდრ სორლოტუ გახლდათ.

შეხვედრის 61-ე წუთზე კი, გიორგი მიქაუტაძემ ნიკა კვეკვესკირის ჩაწოდება გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

აუცილებლად ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მატჩის პირველი ნახევრის განმავლობაში, ბათუმში ძლიერი ქარი იყო, რაც სტადიონზეც აისახა, რადგან ირგვლივ უამრავი ნაგავი ტრიალებდა და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, ბიჭებს თამაშშიც ხელი ეშლებოდათ.

შეგახსენებთ, რომ ,,ჯვაროსნებს” ოფიციალურ შეხვედრებში, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი