ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე გახდა
ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჩემპიონატი მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცში გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა კი, ტურნირზე დაუმარცხებლად იასპარეზა და 11 შესაძლებლიდან 8,5 ქულის მოპოვება შეძლო.
მერი არაბიძე მეორე ქართველი ქალი მოჭადრაკეა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. პირველად, კონტინენტის ჩემპიონის ტიტული 2017 წელს, ნანა ძაგნიძემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები, ერთმანეთს ორგანულად ერწყმის. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებასა და გამარჯვებისკენ სწრაფვას. ჩვენს ქვეყანას, არაერთი წარმატებული მოჭადრაკე ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა კონკურსში, დამსახურებული წარმატება მოიპოვეს.
სალომე ხომასურიძე