ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

სანდრო გეგეჭკორი

ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ამერიკის ერთ-ერთ წამყვან სამუსიკო კონსერვატორიაში – “ჯულიარდის სკოლაში” ჩაირიცხა და სწავლას, 2023 წლის აგვისტოდან, სწორედ იქ გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პიანისტმა თავად გაუზიარა.

,,დღეს, 2023 წლის 31 მარტს შემიძლია ამაყად და დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა! ჩავირიცხე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ – “ჯულიარდის სკოლაში” და სწავლას გავაგრძელებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ იორკში 2023 წლის აგვისტოდან! მინდა ყველა ადამიანს, თითოეულ თქვენგანს, ჩემს პროფესორს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას გადავუხადო უდიდესი მადლობა!” – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა 1905 წელს, სამუსიკო ხელოვნების ინსტიტუტად დაფუძნდა. ცნობილია, რომ პირველ წელს, ინსტიტუტში 500 ადამიანი ჩაირიცხა. 1920 წელს, ტექსტილის მაგნატის აუგუსტუს ჯულიარდის პატივსაცემად, ჯულიარდის ფონდი შეიქმნა, რომელმაც ფონდს აშშ-ში, მუსიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თანხა უანდერძა. ფონდის ჯულიარდის უმაღლესი სკოლა, სამუსიკო ხელოვნების ინსტიტუტს შეუერთდა. 1946 წელს, გაერთიანებულ სკოლებს “ჯულიარდის სამუსიკო სკოლა” დაერქვა. სკოლის პრეზიდენტი იმ დროისთვის უილიამ შუმანი იყო, რომელიც, ასევე, მუსიკისთვის პულიცერის პრიზის პირველი მფლობელი გახდა.

დროთა განმავლობაში სკოლა თანდათან გაიზარდა და მუსიკასთან ერთად ცეკვის, შემდეგ კი, დრამის განყოფილებები გაიხსნა. 1969 წლიდან, ლინკოლნის ცენტრში გადასვლიდან, მას ამჟამინდელი სახელი ჰქვია. “ჯულიარდის სკოლას” არაერთი ცნობილი წარმატებული მუსიკოსი აღუზრდია, მათ სიას უკვე, სანდრო გეგეჭკორის სახელიც შეემატა.

სალომე ხომასურიძე

ასევე წაიკითხეთ: დედა-შვილობა ვარსკვლავური გზის მთავარი იმპულსი – ქართველი პიანისტის მსოფლიო წარმატება


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი