ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება
![](https://24media.ge/wp-content/uploads/zvanias-moedani.jpg)
თბილისის საბურთალოს რაიონში, ონიაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებები ამიერიდან ერთი მიმართულებით იმოძრავებენ და მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. ცვლილება 3 აპრილის 20:00 საათიდან ამოქმედდება.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფრმაციაშია აღნიშნული, ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის.
” 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით“, – აცხადებენ მერიაში.
ლელა დევდარიანი
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)