“ჩემი ქართველი სუპერვარსკვლავი” – “კვარას” მხარდასაჭერად ნეაპოლში ზაზა ფაჩულია ჩავიდა

ზაზა ფაჩულია და ხვიჩა კვარაცხელია

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს ორგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია, ნეაპოლში ქართველი ,,კვარადონას“ მხარდასაჭერად ჩავიდა. 2 აპრილს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრის დაწყებამდე, ფაჩულიამ CBS Sports Golazo-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა. კალათბურთელმა, ხაზგასმით ისაუბრა იმაზე, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის ყოლა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„აქ, სან-ფრანცისკოდან ჩამოვედი, ჩემი ქართველი სუპერვარსკვლავის მხარდასაჭერად. ის მთელს ქვეყანასა და ერს წარმოადგენს. ეს კი, ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის. საოცარი სანახავია, რომ ქვეყანას წარმოადგენს ასეთი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელიც ბავშვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ძალიან მეამაყება. მიხარია ის ფაქტიც, რომ სტადიონზე საქართველოს ძალიან ბევრ დროშას ვხედავ. ჩემს ცოლს ვეხუმრე კიდეც, მგონი, ნახევარი საქართველო აქ არის მეთქი“, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

მასთან ერთად, ეთერში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ჯანფრანკო ძოლაც საუბრობდა.

თამაშის შემდეგ, მსოფლიო დონის ქართველმა კალათბურთელმა, “კვარასთან” ერთად გადაღებული სურათი, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელიც ასე დაასათაურა:

„ამ ახალგაზრდას ნათელი მომავალი აქვს. იბრწყინე, “კვარა”, სანამ ამ მოგზაურობით ტკბები. ვამაყობ შენით, ძმაო“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის „სერია ა-ს“ 28-ე ტურის ფარგლებში, 2 აპრილს, “ნაპოლისა” და “მილანის” შეხვერდა, ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართა. “ნაპოლისა” და “სერია ა-ს” საუკეთესო ბომბარდირმა, ვიქტორ ოსიმენმა, მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყო. თამაში “ნაპოლის” დამარცხებით – ანგარიშით 0:4 დამთავრდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი