ფეხბურთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ჟურნალისტთა აკრედიტაცია იწყება

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაცემა იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მედიის წარმომადგენელთა აკრედიტირების პროცესი კი, შესაძლებელი უეფა-ს ოფიციალური მედია პლატფორმაზე იქნება.

„მედიის წარმომადგენლები, ვინც ამ დრომდე არ არიან დარეგისტრირებული უეფა-ს მედია პლატფორმაზე, თავდაპირველად, უნდა დარეგისტრირდნენ აღნიშნული ბმულის გამოყენებით – UEFA Media Channel. მოგვიანებით კი, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის აკრედიტაციაზე უნდა გააკეთონ განაცხადი.

უშუალოდ ჩემპიონატის აკრედიტირების პროცესი, უეფა-ს მედია პლატფორმაზე (FAME) რეგისტრირებული მედიის წარმომადგენლებისთვის, 14 აპრილს გაიხსნება და 7 მაისს, თბილისის დროით 17 საათზე დაიხურება” – წერია სფფ-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოში უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის, 16 შეხვედრა გაიმართება. მათ შორის, ჯგუფური ეტაპის 12 მატჩი, ორი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალური შეხვედრა, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი