ტაქსის მძღოლებისთვის თბილისში ახალი წესები ამოქმედდა

1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდის – taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია.

„1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის – taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რომელსაც ეს ეტაპი ითვალისწინებს. ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინსტრუქცია. მინდა, თითოეულ ტაქსის მძღოლს და ნებართვის მფლობელს წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებისთვის წარმატების მომტანი იქნება აღნიშნული ცვლილება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობას აძლევს, მგზავრი აიყვანოს და ჩამოსვას ე.წ. ბასლაინში.

ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგ გამზირებსა და ქუჩებზე: მოსკოვის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი, ქეთევან დედოფლის გამზირი, გრიგოლ ორბელიანის მოედანი, რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავას ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, ანა კალანდაძის ქუჩა, პეკინის გამზირი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, სანდრო ეულის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, მირიან მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა.

მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები: ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი. მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ წყვეტილი ხაზიდან მომდევნო წყვეტილ ხაზამდე. გზის გაგრძელების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება. რაც შეეხება უწყვეტ ხაზს, მისი გადაკვეთა აკრძალულია.

ლელა დევდარიანი


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი