Twitter-მა ლოგო შეცვალა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა, ლოგო შეცვალა. ლურჯი ჩიტის ნაცვლად, მისი ლოგო ცნობილი მიმი, შიბა ინუს ჯიშის ძაღლი გახდა, რომელიც კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ლოგოდაც გამოიყენება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლურჯი ჩიტი Twitter-ის ლოგო, 2012 წლიდან იყო.

ამ დროისთვის, სოციალური ქსელის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილება არ განუმარტავს, თუმცა, კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა, პირად გვერდზე, ერთ-ერთ მომხმარებელთან მიმოწერის „სქრინი“ გამოაქვეყნა, რომელშიც მას სთხოვდნენ, რომ Twitter-ი ეყიდა და ლურჯი ჩიტის ლოგო, ძაღლით შეეცვალა.

მასკმა ფოტოს სათაურის ველში, ასეთი წარწერა დაურთო ,,როგორც დავპირდი“.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ Twitter-ის ლოგოს შეცვლამ, კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ღირებულებაზე, დადებითი გავლენა იქონია და 25%-ით გაიზარდა. იმ დროიდან, რაც ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდა, კომპანიაში ბევრი და სერიოზული ცვლილება განხორციელდა.

სალომე ხომასურიძე