საბურთალოზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები დროებით იცვლება

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, თბილისის საბურთალოს რაიონში, ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 6 აპრილის 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე იმოქმედებს. 6-7 აპრილს მოძრაობა 00:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალება, ხოლო 8 აპრილს ტრანსპორტის გადაადგილება 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები ვეფხი და მოყმის ძეგლიდან იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით ვეღარ იმოძრავებენ; მარშალ გელოვანის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან მძღოლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაადგილდებიან, ხოლო ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობას ლევან გოთუასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით შეძლებენ.

რაც შეეხება პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალ ტრანსპორტს, მოძრობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ, იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით.

შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშალ გელოვანის გამზირიდან სააკაძის მოედნამდე ლევან გოთუას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს.

ლელა დევდარიანი


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი