კახეთში, 7 მაისს, “მსოფლიო რბენა” გაიმართება

კახეთში, 7 მაისს, 15 საათზე გარბენი Wings for Life World Run გაიმართება. მასში მონაწილეობას, 7 000-მდე მორბენალი და გულშემატკივარი მიიღებს. საქართველო ყველაზე მასშტაბურ გარბენს, უკვე მეათედ უმასპინძლებს.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, რეგისტრაციისთვის გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ შეუძლია. შემოსული თანხა კი, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების ფონდში გადაირიცხება. რეგისტრაციის საფასურია 30 ლარი.

,,ღონისძიებაზე შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება Wings for Life-ის ფონდში ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად. „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მსურველებს რეგისტრირება 4 მაისამდე შეუძლიათ“, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა, 2014 წლიდან, მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შემოსული თანხის ოდენობამ კი – 38,3 მილიონ ევროს მიაღწია.

ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს, მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება.

ღონისძიების ორგანიზატორია სპორტის სამინისტრო.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი