FIFA-ს რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პოზიცია გაიუმჯობესა

საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში, პოზიცია გაიუმჯობესა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ნაკრები, 1311.51 ქულით 77-ე პოზიციას იკავებს. ეს ფაქტი, სასიამოვნო სიახლეა ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ FIFA-მ წინა რეიტინგი, 2022 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა და მასში, საქართველოს ნაკრებს 78-ე პოზიცია ეკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, მარტში ორი მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდმა, ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს 6:1 სძლიეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა კი, ნორვეგიასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი