ქვათაცვენის გამო, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, მცირე ქვათაცვენის გამო, გზის გაწმენდს გახდა საჭირო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

მათივე ცნობით, გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, მსუბუქი ავტოტრანსპორტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით იმოძრავებს, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, აკრძალულია.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა, დაწესებული სპეციალური რეჟიმით აღდგება“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, რიკოთის მიმართულებით, გზა არაერთხელ ჩაიკეტა. აღნიშნული ფაქტის გამო კი, მსუბუქ ავტომობილებს, საჩხერე-ჭიათურის გზაზე, საცობებში დგომა უწევთ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში კი, ზემოთ ხსენებული გზის მონაკვეთით გადაადგილება, დასავლეთ საქართველოში მიმავალ ავტომობილებს, ძალიან გაუჭირდებათ.

სალომე ხომასურიძე


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი