საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12 სპორტსმენით იასპარეზებს

დუშეთისა და გორის საწვრთნელ შეკრებებზე, ის მოჭიდავეებიც დაასახელეს, რომლებიც ზაგრებში გასამართ ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დუშეთში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი, გორში გადის.

დუშეთისა და გორის საწვრთნელ შეკრებებზე, ის მოჭიდავეებიც დაასახელეს, რომლებიც ზაგრებში გასამართ ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან არიან: ნუგზარ წურწუმია, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი, იაკობ ქაჯაია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი, ევრო პირველობას შემდეგი შემადგენლობით ხვდებიან: რობერტ დინგაშვილი, შოთა ფარტენაძე, ედემი ბოლქვაძე, გიორგი ელბაქიძე, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, მირიან მაისურაძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი, 17-23 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გუნდების საწვრთნელ შეკრებებზე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე მაისურაძე იმყოფებოდა. მან ქართველ მოჭიდავეებს, წარმატება უსურვა, მათი საჭიროებების შესახებ შეიტყო და თანადგომას დაჰპირდა.

1193 წლიდან დღემდე, ქართველი მოჭიდავეები, საკუთარი ქვეყნის სახელის მოსახვეჭად, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და მუდამ ცდილობდნენ, რომ სახლში, გამარჯვებულები დაბრუნებულიყვნენ. მათ მიერ მოპოვებული თითოეული მედალი, მსოფლიოსთვის წმინდა ქართული, ვაჟკაცური სულისკვეთების გამომხატველი გახლდათ.

ზაგრებში, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი, 4 დღეში დაიწყება. იქამდე კი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, ევროპის ჩემპიონატებზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მედალს გვახსენებს:

1993 წელი
ვერცხლი – ელდარ კურტანიძე (90 კგ)

1995 წელი
ვერცხლი – ელდარ კურტანიძე (90 კგ)

1996 წელი
ოქრო – ელდარ კურტანიძე (90 კგ)

1997 წელი
ოქრო – დავით პოღოსიანი (58 კგ)
ოქრო – ელდარ კურტანიძე (97 კგ)

1998 წელი
ოქრო – დავით პოღოსიანი (58 კგ)
ოქრო – ელდარ კურტანიძე (97 კგ)

1999 წელი
ბრინჯაო – ოთარ თუშიშვილი (58 კგ)
ბრინჯაო – ემზარიოს ბენტინიდისი (69 კგ)
ბრინჯაო – ელდარ კურტანიძე (97 კგ)

2000 წელი
ოქრო – ემზარიოს ბენტინიდისი (69 კგ)
ბრინჯაო – გურამ მჭედლიძე (76 კგ)

2001 წელი
ოქრო – ელდარ კურტანიძე (97 კგ)
ვერცხლი – ალექსი მოდებაძე (130 კგ)
ბრინჯაო – ოთარ თუშიშვილი (63 კგ)

2002 წელი
ვერცხლი – ელდარ კურტანიძე (96 კგ)
ვერცხლი – დავით ოთიაშვილი (120 კგ)
ბრინჯაო – რევაზ მინდორაშვილი (84 კგ)

2003 წელი
ოქრო – რევაზ მინდორაშვილი (84 კგ)
ბრინჯაო – ალექსი მოდებაძე (120 კგ)

2004 წელი
ვერცხლი – რევაზ მინდორაშვილი (84 კგ)

2005 წელი
ოქრო – ელდარ კურტანიძე (96 კგ)
ბრინჯაო – ბესარიონ გუჩაშვილი (55 კგ)

2006 წელი
ბრინჯაო – გიორგი გოგშელიძე (96 კგ)
ბრინჯაო – ელდარ კურტანიძე (120 კგ)

2007 წელი
ვერცხლი – გელა საღირაშვილი (74 კგ)
ბრინჯაო – გიორგი გოგშელიძე (96 კგ)
ბრინჯაო – ალექსი მოდებაძე (120 კგ)

2008 წელი
ოქრო – გიორგი გოგშელიძე (96 კგ)
ვერცხლი – კობა კაკალაძე (66 კგ)
ვერცხლი – რევაზ მინდორაშვილი (84 კგ)

2009 წელი
ვერცხლი – ბესარიონ გუჩაშვილი (55 კგ)
ბრინჯაო – მალხაზ ქურდიანი (60 კგ)
ბრინჯაო – მალხაზ მუზიაშვილი (66 კგ)

2010 წელი
ვერცხლი – მალხაზ ზარქუა (60 კგ)
ვერცხლი – გიორგი გოგშელიძე (96 კგ)
ბრინჯაო – ოთარ თუშიშვილი (66 კგ)

2011 წელი
ვერცხლი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ)
ვერცხლი – დათო მარსაგიშვილი (84 კგ)
ბრინჯაო – დავით ხუციშვილი (74 კგ)

2012 წელი
ოქრო – დათო მარსაგიშვილი (84 კგ)
ვერცხლი – ბესარიონ გუჩაშვილი (55 კგ)
ვერცხლი – დავით ხუციშვილი (74 კგ)
ბრინჯაო – მალხაზ ზარქუა (60 კგ)
ბრინჯაო – დავით მოძმანაშვილი (120 კგ)

2013 წელი
ოქრო – გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ)
ოქრო – დათო მარსაგიშვილი (84 კგ)
ბრინჯაო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ)
ბრინჯაო – გენო პეტრიაშვილი (120 კგ)

2014 წელი
ოქრო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ)
ბრინჯაო – კონსტანტინე ხაბალაშვილი (65 კგ)

2015 წელი (ევროპული თამაშები)
ვერცხლი – ბექა ლომთაძე (61 კგ)
ვერცხლი – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ)
ბრინჯაო – ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ)
ბრინჯაო – სანდრო ამინაშვილი (86 კგ)
ბრინჯაო – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

2016 წელი
ოქრო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ)
ოქრო – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
ვერცხლი – დავით ტლაშაძე (70 კგ)
ბრინჯაო – იაკობ მაქარაშვილი (74 კგ)
ბრინჯაო – დათო მარსაგიშვილი (86 კგ)
ბრინჯაო – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ)

2017 წელი
ოქრო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ)
ბრინჯაო – ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ)
ბრინჯაო – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ)
ბრინჯაო – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

2018 წელი
ვერცხლი – ბექა ლომთაძე (61 კგ)
ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
ბრინჯაო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ)
ბრინჯაო – ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ)
ბრინჯაო – სანდრო ამინაშვილი (86 კგ)
ბრინჯაო – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ)

2019 წელი
ვერცხლი – ბექა ლომთაძე (61 კგ)
ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძე (74 კგ)
ბრინჯაო – ნიკა კენჭაძე (79 კგ)
ბრინჯაო – ირაკლი მწითური (92 კგ)
ბრინჯაო – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ)

2020 წელი
ოქრო – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
ვერცხლი – ბექა ლომთაძე (61 კგ)
ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძე (74 კგ)
ბრინჯაო – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ)

2021 წელი
ვერცხლი – სანდრო ამინაშვილი (86 კგ)
ბრინჯაო – ბექა ლომთაძე (61 კგ)
ბრინჯაო – ნიკა კენჭაძე (79 კგ)
ბრინჯაო – ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ)
ბრინჯაო – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

2022 წელი
ოქრო – ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ)
ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
ბრინჯაო – ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ)
ბრინჯაო – გიორგი სულავა (74 კგ)
ბრინჯაო – ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ)
ბრინჯაო – მირიან მაისურაძე (92 კგ)

სალომე ხომასურიძე