ქართველმა ჰოკეისტებმა ისრაელის ნაკრებს ანგარიშით – 7:3, სძლიეს
შემდეგ შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 19 აპრილს, 21:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე (II დივიზიონი), რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა, ისრაელის ნაკრებს დამაჯერებლად, 7:3 სძლიეს.
საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობს. ქართველი ჰოკეისტები, ტურნირის ფარგლებში, შემდეგ შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 19 აპრილს, 21:30 საათზე დაიწყება.
ჰოკეი სპორტული გუნდური თამაშია, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ჩოგნები და ბურთია. თამაშის მიზანი კი, ინდივიდუალური ტარებითა და გადაცემებით, მოწინააღმდეგის კარში რაც შეიძლება მეტჯერ გატანაა. ჰოკეის სამი სახეობა არსებობს: ყინულის ჰოკეი, ჰოკეი ბურთით და ბალახის ჰოკეი. ჩვენი ნაკრები, ყინულის ჰოკეის თამაშობს, რომელიც XIX საუკუნის 60-იან წლებში, კანადაში გაჩნდა. 1908 წელს, საერთაშორისო ლიგა დაარსდა. 1979 წელს, საერთაშორისო ფედერაცია. 1920 წლიდან კი, ყინულის ჰოკეი, ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია.
აღსანიშნავია, რომ ჰოკეიში ევროპის ჩემპიონატები, 1910 წლიდან ტარდება. მსოფლიო ჩემპიონატები კი, 1930 წლიდან.
სალომე ხომასურიძე