მომღერალი ნუცა ბუზალაძე ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის

ნუცა ბუზალაძე

ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში მონაწილე ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის. ნუცა ამჯერად TOP 24 კონკურსანტს შორის გამოდის. კონკურსის ამ ტურში გადამწყვეტია მომღერლის მხარდამჭერების აქტიურობა.

“ჩემო უმაგრესო ქართველებო! უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის! ყველაზე მეტად მაძლიერებს და უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს! ძალიან მიყვარხართ და უფრო მაბედნიერებს ხოლმე ის, როცა ყველანი ერთად ვერთიანდებით მიზნის მისაღწევად, საოცარი შეგრძნებაა. შედეგებს გავიგებთ მომავალ “ლაივზე” ანუ შემდეგ ორშაბათს, გკოცნით და მიყვარხართ!”, – წერს მომღერალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში მონაწილეობა ახალგაზრდა ქართველი მომღერლის ბავშვობის ოცნება იყო. შესარჩევი ტურების გავლის შემდეგ ნუცა ბუზალაძე TOP 24 -ში მოხვდა.

ასევე წაიკითხეთ:
“განათლებული და რესპექტაბელური აუდიტორია აღფრთოვანებულია ნუცას გამოსვლით” – ზაზა შენგელია


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი