ლაშა ტალახაძე ევროპის შვიდგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე

ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა მძიმეწონოსანმა, ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა. ქართველმა სპორტსმენმა, ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია, შედეგად კი, ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ბაქარ თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა და მეოთხე იყო.

ლაშა ტალახაძემ აკვრაში ჯერ – 246, შემდეგ კი, 252 კგ დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თურმანიძის შედეგი 210 და 216 კგ იყო, ის მეხუთე ადგილზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თურმანიძე 392 კგ-ით მეხუთე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ლაშამ ევროპის ჩემპიონატზე, პირველი გამარჯვება 2016 წელს მოიპოვა. იგი მსოფლიოს ექვსგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია.

ერევანში ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, ტალახაძეს ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნის ტიტული გადაეცა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველი საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა, საუკეთესოდ აღიარეს.

აღსანიშნავია,რომ ერევანში, საქართველოს ნაკრების წევრებმა, სულ 17 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, მათგან შვიდი ოქროსია.

შეგახსენებთ, რომ ძალოსნობაში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 2-დან 17 სექტემბრის ჩათვლით საუდის არაბეთში გაიმართება.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი