ლუკა კილაძისა და ანასტასია კირთაძის ტრიუმფალური გამარჯვება ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე

პირველად, 21 წლის შემდეგ ვაჟებში და 12 წლის შემდეგ გოგონებში, როდოსზე მიმდინარე მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე, ქართველმა მოჭადრაკეებმა დიდი წარმატება მოიპოვეს. საქართველოში მრავალგზის ჩემპიონები ლუკა კილაძე და ანასტასია კირთაძე, 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ლუკა კილაძემ 9-დან 7 ქულით, ანასტასია კირთაძემ კი 9-დან 7,5 ქულით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ, 2002 წლის შემდეგ, ჭაბუკთა შორის, ქართველი მოჭადრაკე პირველად გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. Რაც შეეხება ანასტასია კირთაძეს, იგი 2011 წლის შემდეგ , ასევე, პირველი მოჭადრაკეა, რომელიც ქალთა შორის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

საბერძნეთში 7-17 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ქულით წარიმართა.

შეჯიბრში საქართველოდან სულ 10 მოზარდი მონაწილეობდა.

ლიკა მაჩხანელი


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი