მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდი მსროლელი წარადგენს

მესამე ევროპულ თამაშებზე, ტყვიის სროლაში, საქართველოდან სამი ქალი და სამი ვაჟი, სასტენდო სროლაში კი, ერთი ვაჟი იასპარეზებს.

როგორც ცნობილია, 25 მეტრ დისტანციაზე სპორტული 5.6 მმ პისტოლეტიდან სროლაში, ნინო სალუქვაძე იბრძოლებს. ქალებში 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში, პირად ჩათვლაში ლიზი კილაძე და მარიამ ფროდიაშვილი იასპარეზებენ, გუნდურში კი, მათ ნინო სალუქვაძე დაემატება.

რაც შეეხება ვაჟებს, პირად პირველობაში ლევან ქადაგიძე და კაკო მოსულიშვილი ისვრიან, გუნდურში მათ ცოტნე მაჭავარიანი შეუერთდება.

შერეულ წყვილში კი, ორი გუნდი წარდგება: კილაძე – მოსულიშვილი და ქადაგიძე – ფროდიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მესამე ევროპული თამაშები პოლონეთში, 21 ივნისს გაიხსნება. მას კრაკოვი-მალოპოლსკის სავოევოდო უმასპინძლებს. შეჯიბრებები რამდენიმე ქალაქში იქნება. მსროლელთა ტურნირი კი, კრაკოვიდან 300 კილომეტრის მოშორებით ჩატარდება.

როგორც ცნობილია, თამაშების პროგრამაში შევიდა: სროლა (ტყვია და სასტენდო), მშვილდოსნობა, სინქრონული ცურვა, ბადმინტონი, 3×3 კალათბურთი, პლაჟის ხელბურთი, კაიაკი და კანოე, ველოსპორტი, ფარიკაობა, ტანვარჯიში, ძიუდო, კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, სამთო რბენა, შვიდკაცა რაგბი, ხელოვნურსაფარიანი ტრამპლინიდან ხტომა, მეკლდეურობა, მაგიდის ჩოგბურთი, ტრიათლონი, ფრენბურთი (პლაჟისა და კლასიკური), ჭიდაობა, ძალოსნობა და ბრეიკდანსი.

ეს შეჯიბრი სპორტის რიგში სახეობებისთვის, ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული. ზოგიერთისთვის კი, პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია და გამარჯვებულებს, ოლიმპიური ლიცენზიები, პირდაპირ გადაეცემათ.

სალომე ხომასურიძე


დაუმარცხებელი ჩემპიონის საუკეთესო მოტო რბოლა თბილისის ზღვაზე – გიორგი გახელაძის კიდევ ერთი დიდი წარმატება

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

ნონა გაფრინდაშვილმა ნეაპოლში მასტერკლასი ჩაატარა

პოდკასტი