ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, – ამის შესახებ BBC-ი და CNN-ი იტყობინება.
ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი სამწუთიანი სარეკლამო ვიდეოთი აიღო, რომელიც იწყება სიტყვით – “თავისუფლება”.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელოვანი საკითხები იქნება: აბორტის უფლებები, დემოკრატიის დაცვა, ხმის მიცემის უფლება და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა.
მისივე თქმით, ამერიკელები დადგებიან არჩევანის წინაშე, დაუტოვონ მომავალ თაობას „მეტი თავისუფლება თუ ნაკლები“ და „მეტი უფლებები თუ ნაკლები“.
ბაიდენმა გაიხსენა მისი 2020 წლის საარჩევნო კამპანიის გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკელები „იბრძვიან თავიანთი ერის სულისთვის“, ბაიდენმა გამოაქვეყნა თავისი 2024 წლის სლოგანი: „მოდით, დავასრულოთ“.
ტვიტერში ბაიდენმა დაწერა:
„ყველა თაობას აქვს მომენტი, როდესაც უნდა აღუდგეს დემოკრატიას. დაიცავით თქვენი ფუნდამენტური თავისუფლებები. მე მჯერა, რომ ეს ჩვენია. ამიტომ მე ვაპირებ ხელახლა ვიყარო კენჭი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად”.