“რატომ ექცევით ხალხს პირუტყვებივით?” – ტაქსების რეფორმას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა

ტაქსებთან დაკავშირებით თბილისის მერ კახა კალაძის ინიციატივას მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტაქსებთან დაკავშირებული რეფორმა საზოგადოების პოლარიზაციასა კიდევ უფრო გააღრმავებს.

“შეიძლება ყველაფერში დააპირისპირო ადამიანები? შეიძლება ყველაფერში მოახერხო “სეგრეგაცია” და “პოლარიზაცია”?! “ქართულო ოცნებავ” რანაირად ახერხებთ ამას?! რა ნიჭი გაქვთ ასეთი, გასაოცარი?!

რას ნიშნავს: “A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ”? – პირობითად, თუ 10 წლის და 1 თვისაა მანქანა, “ზანგია”?!

რატომ ექცევით ხალხს პირუტყვებივით? რას ნიშნავს: “შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები,
ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში.”

ბარემ “დავითის ვარსკვლავი” გამოსახეთ მაგ სტიკერებზე!!!
შეიძლება, ადამიანების ყველაფერში “კატეგორიებად” დაყოფა?!
მომვარდებიან ახლა ისევ, კალა კარგია, ყველაფერში ცუდს რატომ ხედავო….
პ.ს. ესე იგი, ვისაც 10 წელზე მეტი წლოვანების ჰყავს მანქანა, ტექნიკურად, უპირობოდ, უფრო ნაკლები შანსი ექნება მგზავრის აყვანის, ხომ? კიდევ უფრო გავშალო, ეს რას ნიშნავს?!”- წერს ფეისბუქ მომხმარებელი მაია დვალიძე.

სტატუსს სხვებიც გამოეხმაურნენ:

“მოკლედ, ვინც გვერდში ჰყავს უზარმაზარ მაყუთს სჭრიან და სამომავლო გარანტირებულ ბიზნესსაც ილაგებენ”;

“ეს ისაა, რომ შსს-ს მანქანებს და რა თქმა უნდა Მათ მანქანებსაც აქვს ყველაფრის უფლება. დადგები შენ კახა კალაᲫე კედელთან, რა თქმა უნდა”;

“კალა, ცინკი, ალუმინი, სპილენძი, არა აქვს მნიშვნელი… ევრორეგულაციაა, იმ ევროპის პრო@ში არიან თავით გარჭობილები და იმას დააკანონებენ, რასაც ისინი ეტყვიან… ნაცი იქნება თუ ქოცი, ხელი აქვთ მოწერილი ყურმოჭრილ მონობაზე!… იქნებ მე 1935 წლის მერსედესი მყავს საათივით გამართული, რით არის ის 2017 წლის “ჟეშტის პრიუსზე” ნაკლები?!”

“მერედა ვისი იქნება ეგ ტაქსები და ვისზე გასცემენ მაგ ლიცენზიას კიდე მეორე საკითხია.მანქანები თავად შემოჰყავთ და მძღოლებსაც თვითშერჩევით დასვამენ ზედ”;

“ვერ ხვდებიან ამით დისკრიმინაციას და ხალხის გაღიზიანებას რომ იწვევენ? ვინ ჰყავთ ამის მრჩევლები? ნუთუ საკუთარი გონება არ აქვთ და აზროვნება ეზარებათ? რა მნიშვნელობა აქვს ტაქსის ლიცენზიის მქონე მანქანა 10 წლის იქნება თუ 10,5 წლის? ტექდათვალიერება გავლილი აქვს? აქ დამთავრდა კამათი. მაგრამ ვხვდებით რატომაც ხდება ეს. ნახმარი მანქანების შემოტანაზე მონოპოლიას ვერ აწესებენ პირდაპირ და ცდილობენ ირიბად შემოუარონ, ყველანაირად შეზღუდონ, რომ საბოლოოდ მხოლოდ მათ კუთვნილ ავტოსალონებში შეიძინოს ხალხმა ახალი მანქანები. ალბათ, ესაა მიზეზი, სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე. ნაძირლობის დონე არ მიწყობს ხელს”;

ასევე წაიკითხეთ:

თბილისში ტაქსები ავტობუსის ზოლში პირველი ივნისიდან იმოძრავებენ


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი