ქობულეთი-ბათუმის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვაა
ავტომობილები საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.
![](https://24media.ge/wp-content/uploads/109a7a076e79c89746d7f0e449855d83_XL.jpg)
2023 წლის 2 მაისის 06:00 სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 15 მაისის 06:00 სთ-დან 18 მაისის 18:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის მიზეზი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა.
მათივე ცნობით, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე გადაერთვება. ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე გადაერთვება.
აღნიშნული რეჟიმით ავტომობილები საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.
ლელა დევდარიანი
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)