კინოგადაღებების გამო, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლადო გუდიაშვილის ქუჩისა და გუდიაშვილის შესახვევის კვეთიდან გრიგოლ აბაშიძისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი კინოგადაღებების გამო, შეზღუდვა 4 მაისის 08:00-დან 20:00 საათამდე იმოქმედებს.
შეზღუდვის პერიოდში ლადო გუდიაშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გუდიაშვილის შესახვევიდან შოთა რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი სვლას ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ.
ლელა დევდარიანი