თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა უკვე QR კოდით იქნება შესაძლებელი

თბილისში, ტაქსიში მგზავრობის საფასურის გადახდა, 2013 წლის 22 მაისიდან, სპეციალური QR-კოდის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, QR-კოდით გადახდა ნებაყოფლობითი იქნება და მისი ნებისმიერ ანგარიშზე დაკავშირება იქნება შესაძლებელი.

„დღეის მდგომარეობით, ტაქსიში საფასურის გადახდა, მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, რადგან მძღოლებს საბანკო ტერმინალების შეძენის საშუალება არ აქვთ. კომპანია BKN301 Georgia-მ, საინტერესო წინადადება შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR-კოდის გამოყენებით. ის შესაძლებელია, ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს მიებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა განმარტა, რომ აღნიშნულ კოდებს, მძღოლები 2023 წლის 22 მაისიდან, დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში მიიღებენ.

„QR-კოდები ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე განთავსდება. მომხმარებელი QR-კოდს მობილური ტელეფონით დაასკანერებს და მგზავრობის საფასურს, მარტივად გადაიხდის. ტაქსის მძღოლი კი, მომენტალურად მიიღებს თანხას საკუთარ საბანკო ანგარიშზე.”-განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ მძღოლებს აღნიშნული კიდევ ის მიღება, შემდეგ სერვისცენტრებში შეეძლებათ:
თბილისის მერიის სერვისცენტრში – ჟ. შარტავას ქ. N7;
სამგორის სერვისცენტრში – მოსკოვის გამზირი N14;
გლდანის სერვისცენტრში – დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ

სალომე ხომასურიძე


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი