“ლგბტ მხარდამჭერ პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთში დავმარხავთ” – ერდოღანი წინასაარჩევნო აქციაზე

რეჯებ თაიფ ერთდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც არის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) ლიდერია, ოპოზიცია ლგბტ ადამიანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ “მათ საარჩევნო ყუთში დამარხავს”, – ამის შესახებ მან სტამბოლში წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა, იუწყება “DS” Reuters-ზე დაყრდნობით.

“AKP და ჩვენი ალიანსის სხვა პარტიები არასოდეს იქნებიან პრო-ლგბტ ადამიანები, რადგან ოჯახი ჩვენთვის წმინდაა. ჩვენ დავმარხავთ მათ საარჩევნო ყუთში, ვინც ლგბტ-ს მხარდამჭერები არიან”, – განუცხადა მან ხალხს.

გარდა ამისა, ერზრუმში მომიტინგეებმა აქციის დროს ქვები დაუშინეს სტამბოლის მერს, მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრ ეკრემ იმამოღლუს. აღმოსავლეთის ქალაქი ერდოღანის პოლიტიკური ძალაუფლების დასაყრდენია. იმამოღლუს თქმით, ინციდენტის დროს ცხრა ადამიანი დაშავდა.

სახელმწიფოს მეთაურმა ოპონენტების წინააღმდეგ რიტორიკა ერთი კვირის წინ გააძლიერა, რაც მოსალოდნელია რთული არჩევნების წინ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ერდოღანი ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი საარჩევნო პრობლემის წინაშე დგას.