28-30 ივლისს ყოველწლიური ველო-ფესტივალი გაიმართება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 28-30 ივლისს, ყოველწლიური ველო-ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე რეგისტრაცია დღეიდან იქნება შესაძლებელი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს ელოდებათ დაუვიწყარი თავგადასავალი! ველო გადაადგილების პარალელურად, შეეძლებათ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, მოიპოვონ ქულები დამატებითი თამაშებით და გაიმარჯვონ!
ქულების დაგროვება გზის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. მონაწილეები სტარტს როდოპოლისის ციხესთან აიღებენ, გაივლიან აჯამეთის ტყეს, ბერიეთის მონასტერს, ეიფელის ხიდს, სოფელ ხანს, ზეკარის უღელტეხილს, ქვასაყდარას, საირმეს, ფინიში კი ქალაქ ბაღდათში იქნება.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზით. დაჯილდოება გაიმართება ველოფესტის დასასრულს, მესამე დღეს, ბაღდათში.
ლელა დევდარიანი